სიახლეები
საქართველოს უნივერსტეტის სამართლის სკოლის კლინიკა იურიდიული დახმარების ქსელში გაერთიანდა. ქსელის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას გაუადვილოს უფასო იურიდიული დახმარების მიღება და ხელი შეუწყოს ამ მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინირებას.
იურიდიული დახმარების ქსელი და ვებ-პორტალი შეიქმნა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია უფასო და ფასიანი იურიდიული მომსახურების სპექტრისა და ხარისხის გაზრდა.